ენა: ქართული
შესვლა რეგისტრაცია
Pura

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აქ წერია, რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ purago.app-ზე, რისთვის გვჭირდება ისინი, ვის გადავცემთ და რა უფლებები გაქვთ. ტექსტი ეყრდნობა საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.

1. ვინ აგებს პასუხს თქვენს მონაცემებზე

თქვენს მონაცემებს ამუშავებს შპს „[სახელწოდება]“ (საიდენტიფიკაციო კოდი [კოდი]), რომელიც Pura-ს სახელით მუშაობს. კანონის ენით, ეს არის „დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი დანიშნული არ გვყავს. მონაცემებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ამ კონტაქტებით მოგვმართეთ.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

ტვირთის განთავსების ფორმით გვაწვდით:

გადამზიდავად რეგისტრაციის ფორმით გვაწვდით:

ფორმის გაგზავნისას ავტომატურად ვიღებთ:

შეკვეთის მსვლელობისას ვიღებთ:

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს — ჯანმრთელობის, მრწამსისა და მსგავსის შესახებ — არ გთხოვთ. გთხოვთ, ნურც შენიშვნებში ჩაწერთ.

თუ საიტს მხოლოდ ათვალიერებთ, ფორმებით არაფერს ვაგროვებთ. საიტზე არ არის არც მომხმარებლის ანგარიშები, არც ანალიტიკა და არც სარეკლამო ტრეკერები. ტექნიკურ მომწოდებლებზე, რომლებიც გვერდის გახსნისას თქვენს IP მისამართს ხედავენ, მე-5 პუნქტში წერია.

3. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს და რა საფუძვლით

კანონის მე-5 მუხლით, მონაცემთა დამუშავება მხოლოდ იქ ჩამოთვლილი საფუძვლით შეიძლება. ქვემოთ თითოეულ მიზანს თავისი საფუძველი ახლავს.

პირდაპირი მარკეტინგისთვის თქვენს მონაცემებს არ ვიყენებთ: რეკლამას არც ტელეფონით გიგზავნით და არც ელფოსტით. თუ ამას ოდესმე დავაპირებთ, ჯერ ცალკე თანხმობას გთხოვთ.

4. სავალდებულოა თუ არა მონაცემების მოწოდება

მონაცემების მოწოდებას კანონი არ გავალდებულებთ. მაგრამ ფორმის ის ველები, რომლებსაც „არასავალდებულო“ არ აწერია, განაცხადის განსახილველად და ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია: მათ გარეშე ფორმა არ გაიგზავნება და ვერც დაგირეკავთ. კომპანიაზე ინვოისის გამოსაწერად მისი სახელწოდებაც გვჭირდება და საიდენტიფიკაციო კოდიც. დანარჩენ ველებს თქვენი სურვილით ავსებთ.

თუ ფორმის შევსება არ გსურთ, დაგვირეკეთ: +995 599 030 091.

5. ვის გადავცემთ მონაცემებს

მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო კომპანიებს არ გადავცემთ. იღებენ მხოლოდ ისინი, ვის გარეშეც მომსახურებას ვერ გაგიწევთ.

ჩვენი დავალებით მონაცემებს ამუშავებენ — კანონის ენით, „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები“:

მონაცემებს აგრეთვე იღებენ — კანონის ენით, „მონაცემთა მიმღებები“:

6. მონაცემთა გადაცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ

Cloudflare-ის ქსელი მთელ მსოფლიოშია გაშლილი, Resend კი აშშ-შია რეგისტრირებული. ამიტომ თქვენი მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთაც მუშავდება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. ამ კომპანიებთან ურთიერთობას აწესრიგებს მონაცემთა დამუშავების შეთანხმებები, რომლებიც მათ მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვას ავალდებულებს.

7. რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს

მონაცემებს ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენიც მიზანს სჭირდება. შემდეგ ვშლით, ვანადგურებთ ან დეპერსონალიზებული ფორმით ვინახავთ — ისე, რომ მათი თქვენთან დაკავშირება შეუძლებელი იყოს.

8. თქვენი უფლებები

კანონი (III თავი) უფლებას გაძლევთ:

თანხმობის გამოხმობა. მოგვწერეთ info@purago.app-ზე ან დაგვირეკეთ. მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა დამუშავებას შევწყვეტთ და მონაცემებს წავშლით, თუ მათი დამუშავების სხვა საფუძველი არ გვაქვს — მაგალითად, ინვოისი და საგადასახადო დოკუმენტები კანონით დადგენილი ვადით უნდა შევინახოთ. გამოხმობამდე შეგიძლიათ გვკითხოთ, რა შედეგი მოჰყვება მას. გამოხმობა არ აუქმებს იმას, რაც მანამდე კანონიერად გაკეთდა.

როგორ გამოიყენოთ უფლებები. მოგვწერეთ info@purago.app-ზე, დაგვირეკეთ ან წერილი გამოგვიგზავნეთ ზემოთ მითითებულ მისამართზე. გიპასუხებთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა; განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება კიდევ 10 სამუშაო დღით გაგრძელდეს, რასაც დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ. ეს უფასოა. შეიძლება გთხოვოთ იმის დადასტურება, რომ მოთხოვნა ნამდვილად თქვენია — მაგალითად, გადმოგირეკავთ განაცხადში მითითებულ ნომერზე.

გასაჩივრება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს უფლებებს ვარღვევთ, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს, ან სასამართლოს.

9. ავტომატური გადაწყვეტილებები

თქვენ შესახებ გადაწყვეტილებას პროგრამა არ იღებს და პროფაილინგს არ ვიყენებთ: ყველა განაცხადს დისპეტჩერი კითხულობს. ავტომატურად მხოლოდ ორი რამ მოწმდება — ფორმას ადამიანი ავსებს თუ პროგრამა, და ერთი ქსელიდან ზედმეტად ბევრი განაცხადი ხომ არ მოდის. თუ ამ შემოწმებამ შეცდომით შეგაჩერათ, დაგვირეკეთ.

10. ქუქი-ფაილები და ბრაუზერის მეხსიერება

საკუთარ ქუქი-ფაილებს (cookies) არ ვიყენებთ — არც ანალიტიკისთვის, არც რეკლამისთვის. ორ ფორმაზე მუშაობს Cloudflare Turnstile, რომელმაც შეიძლება ჩაწეროს მხოლოდ ის ტექნიკური ქუქი-ფაილები, რომელთა გარეშეც შემოწმება ვერ იმუშავებს. ამავე ორ გვერდზე სარეკლამო ნიშნულებს თქვენი ბრაუზერის სესიის მეხსიერებაში (sessionStorage) ვინახავთ; ჩანართის დახურვისას ისინი იშლება.

11. არასრულწლოვნები

მომსახურება განკუთვნილია სრულწლოვანი პირებისა და კომპანიებისთვის. არასრულწლოვნის მონაცემებს განზრახ არ ვაგროვებთ. თუ ფიქრობთ, რომ მონაცემები არასრულწლოვანმა გამოგვიგზავნა, შეგვატყობინეთ და წავშლით.

12. სხვა პირის მონაცემები

თუ განაცხადში სხვა ადამიანის მონაცემს უთითებთ — მაგალითად, საკონტაქტო პირს ჩატვირთვის ადგილზე — წინასწარ უთხარით, რომ მის სახელსა და ნომერს ჩვენ და მძღოლს გადასცემთ. ფორმის გაგზავნისას ადასტურებთ, რომ ამის უფლება გაქვთ და ეს პირი ინფორმირებულია.

13. უსაფრთხოება

საიტი და ფორმები დაშიფრული კავშირით (HTTPS) მუშაობს. განაცხადებზე წვდომა მხოლოდ ჩვენს დისპეტჩერებსა და ადმინისტრატორებს აქვთ.

14. პოლიტიკის ცვლილება

პოლიტიკას შეიძლება ცვლილება დასჭირდეს. ყოველ ვერსიას თავისი ნომერი აქვს და გვერდის თავში წერია; არსებით ცვლილებას ამავე გვერდზე გამოვაცხადებთ. თანხმობის ჩანაწერში ვინახავთ, რომელ ვერსიას დაეთანხმეთ.

ტექსტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა. თუ ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა, უპირატესობა ქართულ ტექსტს აქვს.

მთავარ გვერდზე